About
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება BiolGems-ის სილამაზისა და ფუფუნების სამყაროში.
ჩვენ ვართ წარმოვადგენთ სინგაპურის საიუველირო ქარხანას, რომელიც უკვე 15 წელია ფუნქციონირებს.
ჩვენ ვმუშაობთ წინასწარ შეკვეთებზე.
ზოგიერთი ნაკეთობის ნახვა შესაძლებელია ჩვენს შოურუმში წინასწარი ჩაწერის გზით.
შოუ რუმი მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირი 39 ბ, მაგრამ გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენთვის კომფორტული დრო შეხვედრისთვის, წინასწარ ჩასაწერად, რადგან ჩვენ ვმუშაობთ თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად და შოუ რუმი ყოველდღე არ მუშაობს.
თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ხელმისაწვდომი პროდუქცია საქაღალდეში "in stock"
💎
შეკვეთის გასაფორმებლად აუცილებელია ღირებულების 50%-ის წინასწარი გადახდა, დარჩენილ 50% იხდით შეკვეთის მიღების შემდგომ.
ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ბუნებრივი ძვირფასი ქვებით. ჩვენ ვყიდულობთ ძვირფას ქვებს საბითუმო ფასებში აუქციონებზე აფრიკაში, კოლუმბიაში, ინდოეთში, შრი-ლანკაში, ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია კონკურენტუნარიანი ფასების შეთავაზება.
თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი დიზაინის სამკაული და ჩვენ დაგიმზადებთ 18k ოქროთი ნებისმიერ ფერში. ასევე, შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ძვირფასი ქვა.
ჩვენ დეტალურად განვიხილავთ თქვენს შეკვეთას, თქვენთან ერთად ვარჩევთ ქვებს, გიგზავნით ქვების ვიდეოს შესათანხმებლად, ქვების არჩევის შემდგომ ვქმნით და გაჩვენებთ 3D კომპიუტერულ მოდელს, ნაკეთობის ზუსტი ზომებისა და წონის მითითებით.
ნაკეთობის დამზადების დრო დამოკიდებულია სირთულეზე და ჩვეულებრივ საჭიროებს 10-დან 40 სამუშაო დღემდე.
💎
თითოეულ ნაკეთობას თან ერთვის კონტრაქტი, საერთაშორისო ლაბორატორიის სერთიფიკატი ( GIA/IGI/ITLCJ/GRS/GATL) კომპანიის სერთიფიკატი, საგარანტიო ბარათი და ბროშურა სამკაულის მოვლის შესახებ.
☎️+995 511 777 979